რუსეთში, კამჩატკის რეგიონის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი, 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის აღმოსავლეთით, 109 კილომეტრში, მიწის ზედაპირიდან 31,5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.