ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ მიიწვიონ თუ არა უკრაინა გასაწვერიანებელად, როდესაც მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია.
როგორც სტოლტენბერგმა განმარტა, ნატო-ს მოკავშირეების გადასაწყვეტია „თუ როგორ უნდა იყოს გამოყენებული წევრობა ან მუშაობა უკრაინისთვის და ჩვენ ყველამ ვიცით ამის შესახებ“.
„რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ უკრაინისთვის (ნატო-ში) გაწევრიანება ერთადერთი გზა არის ომის დასასრულებლად და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სრული კონტროლისთვის, მაშინ პრეზიდენტ პუტინს ვაძლევთ სტიმულს, რომ უბრალოდ იპოვოს გზა გააგრძელოს ომი“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა
„მაგრამ ჩემი მთავარი გზავნილია ის, რომ ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიები არის გზა უკრაინისთვის გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - დასძინა მან.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სცენარი, როდესაც უკრაინა გახდება ალიანსის წევრი ნაწილობრივ ოკუპირებული ტერიტორიებით, სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას „ნატო-ს მოკავშირეები წყვეტენ“.
თუმცა, დასძინა, რომ ეს უნდა იყოს რუსეთის მხრიდან მომავალი აგრესიის თავიდან აცილების გარანტი.