უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ბუდაპეშტში უნგრელ კოლეგას პიტერ პირისპირ სიიარტოს შეხვდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბრის სავარაუდო თემები ეწერა.
"საუბრის საკვანძო თემები იქნება კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება, ერთობლივი პროექტების რეალიზება, კერძოდ ეკონომიკის, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის, ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის სფეროებში, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესის წინ წაწევა და მშვიდობის ფორმულა, როგორც რუსული აგრესიის სამართლიანი დასრულების გზა. - ეწერა სამინისტროს განცხადებაში.
თავის მხრივ, სიიარტომ შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, რომ უნგრეთი გლობალურ უმრავლესობას განეკუთვნება, რომელიც უკრაინაში მყისიერი მშვიდობისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ბუდაპეშტს ასევე სურს კეთილმეზობლური ურთიერთობა კიევთან.
„ვნახოთ, რამდენად შორს წავალთ დღეს...“ დასძინა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისროს განცახდებით, სიბიჰასა და სიიარტოს შეხვედრამ ერთ საათს გასტანა
„სიბიჰასა და სიიარტოს შორის პირისპირ მოლაპარაკებები გაგრძელდა დაახლოებით ერთ საათს, ორჯერ მეტ ხანს, ვიდრე დაგეგმილი იყო. მისი დასრულების შემდეგ, დელეგაციების მონაწილეობით დაიწყო მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.