ნორვეგიის ხელისუფლება განიხილავს რუსეთთან საზღვარზე ისეთივე ღობის აშენების შესაძლებლობას, როგორც ფინეთში შენდება. განაცხადა ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა ემილი ენგერ მეჰლმა.
მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, ღობე აღიმართოს რუსეთთან მთლიანი 198-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვრის გასწვრივ, ან მის ნაწილზე.
"ეს სასაზღვო ღობე ძალზედ მნიშვნელოვანია, არამხოლოდ იმიტომ, რომ მას შეუძლია შემაკავებელი ფაქტორი იყოს, არამედ იმიტოაც, რომ შეიცავს სენსორებსა და ტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია დაადგინოს, უახლოვდება თუ არა ხალხი საზღვარს“, - თქვა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, ოსლო ასევე განიხილავს სხვა ზომებს, მათ შორის მესაზღვრეების რაოდენობის გაზრდას და კონტროლის გაძლიერებას ერთადერთ საავტომობილო გამშვებ პუნქტ სტორსკოგზე.
2016 წელს ნორვეგიის ხელისუფლებამ რუსეთის ტერიტორიიდან სირიელი, ავღანელი და ერაყელი ლტოლვილების შემოდინების გამო, ამ ტერიტორიაზე 200 მეტრი სიგრძისა და სამნახევარი მეტრი სიმაღლის გალავნის აშენება გადაწყვიტა.