ოკუპირებულ გალში ძლიერი ხანძარია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი ტყეში ხმელი ფოთლების აალების შედეგად გაჩნდა.
როგორც იუწყებიან, არსებობს საშიშროება, რომ ქარის გამო ხანძრის გავრცელების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდეს და საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდეს.
ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია.