ისრაელმა იერიში მიიტანა იემენის ჰოდეიდას საზღვაო პორტზე, რომელიც მდებარეობს ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. შედეგად საპორტო ქალაქის უმეტეს ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. იუწყება Reuters
გამოცემის ცმობით, ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ათობით თვითმფრინავი, მათ შორის გამანადგურებელი, თავს დაესხა ელექტროსადგურებს და საზღვაო პორტებს რას-ისასა და ჰოდეიდას პორტებში.
ისრაელის მხარემ განაცხადა, რომ „ბოლო წლის განმავლობაში ჰუსიტები მოქმედებდნენ ირანის ხელმძღვანელობით და დაფინანსებით, ისევე როგორც ერაყის რაზმებთან თანამშრომლობით ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმის მიზნით და ძირს უთხრიდნენ რეგიონულ სტაბილურობას და დარღვდნენ გლობალური ნავიგაციის თავისუფლებას“.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ იემენელმა ჰუსიტებმა არაერთხელ დაესხნენ თავს რაკეტეითაბ და თვითმფრინავებით ისრაელს პალესტინელებთან სოლიდარობის ნიშნად მას შემდეგ, რაც ღაზის ომი დაიწყო 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმით.
ბოლო თავდასხმისას ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ გაუშვეს ბალისტიკური რაკეტა თელ-ავივის მახლობლად მდებარე ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, რომელიც ისრაელმა ჩამოაგდო.