ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ რადიკალური შიიტური მოძრაობის ჰეზბოლას მაღალჩინოსანი ნაბილ კაუკი ლიკვიდირებულია ბეირუთში დაჯგუფების ობიექტებზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად.
„ჰეზბოლას“ ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა დაჯგუფების მხარდამჭერები 29 სეტემბრის ავრცელებენ ინფორმაციას კაუკის გარდაცვალების შესახებ.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კაუკი იყო ჰეზბოლას "პრევენციული უსაფრთხოების განყოფილების" მეთაური და ტერორისტული ჯგუფის ცენტრალური საბჭოს უფროსი წევრი.
"ის პირდაპირ იყო ჩართული ისრაელისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაში, მათ შორის ბოლო დღეებში", - განაცხადეს ისრაელელმა სამხედროებმა.
შეგახსენებთ, მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთზე იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს.