ნეპალში ძლიერ წყალდიდობასა და მეწყერს მთელი ქვეყნის მასშტაბით 100 ადამიანი ემსხვერპლა. იუწყება BBC
ორდღიანი ინტენსიური წვიმის შედეგად, დედაქალაქ კატმანდუს გარშემო ხეობაში დაიტბორა, დაკარგულია ათობით ადამიანი.
ხალხი სახლების სახურავებზე დარჩა და მაშველებმა ისინი ჯოხებით გამოიყვანეს.
ასევე დაიტბორა მდინარეებთან მდებარე ათასობით სახლი. ჩახერგილია ფზაები და ცენტრალური მაგისტრალები.
მთავრობის სპიკერის თქმით, ამ დროისთვის 3000-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. თუმცა უამრავი ადამიანის შველა ვერ შეძლეს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მობილიზებული იყო დაახლოებით 10 000 პოლიციელი, ასევე მოხალისეები და სამხედრო მოსამსახურეები.