შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, საბაგიროდან ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩაატარეს.
სიმულაციური სწავლების სცენარის მიხედვით, ბათუმის საბაგირო გზაზე მოხდა ტექნიკური შეფერხება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, მგზავრების ევაკუაცია სამაშველო ბატუტის, დრონისა და შესაბამისი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განახორციელეს.
სწავლების მიზანს, ტექნოლოგიური ავარიის დროს საბაგიროდან მგზავრების ევაკუაციის დახვეწა წარმოადგენდა.
ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის და ქალაქ ბათუმის საბაგიროს ადმინისტრაციის თანამშრომლები.