რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ კინელთან ახლოს სარკინიგზო ხიდზე აფეთქება მოხდა, რის გამოც მატარებლის მოძრაობა ამ მონაკვეთზე დროებით შეჩერდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „მედუზას“ცნობით, საოლქო ადმინისტრაციის პრესსამსახური ტელეგრამ-არხზე წერს.
"ძლიერი აფეთქების" შედეგად, დაზიანდა ხიდზე არსებული "უსაფრთხო კუნძულები".
თავად რკინიგზის ლიანდაგები არ დაზიანებულა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, კუიბიშევის რკინიგზის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რეგიონში რკინიგზის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე „რკინიგზის ტრანსპორტის მუშაობაში უცხო პირების უკანონო ჩარევასთან დაკავშირებით“ მოძრაობა შეჩერებულია.