დაღესტნის ქალაქ მახაჩკალის გარეუბანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მომხდარზე სსისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ „წინასწარი შედეგების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა“.