ისრაელის მედიის ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
Reuters-ის წყაროს თქმით, ირანი მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა „ჰეზბოლასა“ და სხვა მოკავშირე დაჯგუფებებთან იმისათვის, რომ ისრაელის მიერ „ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ მომდევნო ნაბიჯები გადაედგათ.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთზე ისრაელის არმიის იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერის ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია ოფიციალურად დაადასტურა.
„ისრაელისა თავდაცვის ძალებისა და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ზუსტი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ისრაელელმა სამხედროებმა მიზანმიმართული დარტყმა მიაყენეს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბს, რომელიც მდებარეობდა მიწისქვეშეთში, საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ, ბეირუთის დაჰიეს რაიონში.
დარტყმა განხორციელდა იმ დროს, როდესაც „ჰეზბოლას“ უმაღლესი სარდლობა თავისი შტაბ-ბინიდან ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა ტერორისტულ ქმედებებს ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეების წინააღმდეგ“, - აღნიშნულია ისრელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.