ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთზე ისრაელის არმიის იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერის ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია ოფიციალურად დაადასტურა.
აღნიშნულია, რომ ნასრალა, „ჰეზბოლას“ ლიდერი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ სამხრეთ ფრონტის მეთაურ ალი ქარკისთან და „ჰეზბოლას“ სხვა მეთაურებთან ერთად.
„ისრაელისა თავდაცვის ძალებისა და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ზუსტი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ისრაელელმა სამხედროებმა მიზანმიმართული დარტყმა მიაყენეს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბს, რომელიც მდებარეობდა მიწისქვეშეთში, საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ, ბეირუთის დაჰიეს რაიონში.
დარტყმა განხორციელდა იმ დროს, როდესაც „ჰეზბოლას“ უმაღლესი სარდლობა თავისი შტაბ-ბინიდან ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა ტერორისტულ ქმედებებს ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეების წინააღმდეგ“, - აღნიშნულია ისრელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ნასრალა „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე 32 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ის იყო პასუხისმგებელი ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებასა და განხორციელებაზე მთელს მსოფლიოში, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.
ნასრალა იყო ორგანიზაციის ცენტრალური გადაწყვეტილების მიმღები და სტრატეგიული ლიდერი.
ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ „ჰამასს“ შეუერთდა ისრაელის წინააღმდეგ ომში 8 ოქტომბერს.