რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა უკრაინაზე თავდასხმის დროს რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
უწყების ცნობით, რუსული დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში "სამ წუთზე ნაკლებ" დროში იმყოფებოდა.
რუმინეთმა (ნატოს წევრი) თავისი ორი F-16-ის ტიპის გამანადგურებელი და ორი ესპანური F-18-ის ტიპის თვითმფრინავი საჰაერო სივრცეში გაიყვანა. ხელისუფლებამ
სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში დასახლება ტულჩას მოსახლეობას სახლებსა და თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. წერს Reuters.
რუმინეთს უკრაინასთან 650 კმ-ის სიგრძის საზღვარი აქვს. გასული წლის განმავლობაში, რუსული დრონების ფრაგმენტები არაერთხელ ჩავარდა მის ტერიტორიაზე, ძირითადად მას შემდეგ, რაც ისინი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს ოდესის ოლქის ქალაქ იზმაილზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად, რომელიც რუმინეთთან საზღვარზე დუნაის ნაპირზე მდებარეობს, დაიღუპა სამი და დაშავდა 14 ადამიანი.