რუსული მედია წერს, რომ უკრაინის ქალაქ იზმაილზე რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში რუმინეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მიიღო მონაწილეობა
როგორც რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, რომ თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუმინეთის საჰაერო თავდაცვა. მისვე მტკიცებით, თავდასხმის დასასრულს, რუმინეთიდან ორი მოიერიშე თვითმფრინავი უკრაინის ტერიტორიაზე შეფრინდა.
უკრაინული მხარის განცხადებით, გასულ ღამეს, რუსმა სამხედროებმა ოდესის ოლქის სამხრეთით დრონებით იერიში განახორციელეს. ოკუპანტების სამიზნე ქალაქ იზმაილი გახდა, სადაც დუნაის პორტი მდებარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, დაღუპა სამი და დაშავდა 14 ადამიანი.