„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ქართველ ხალხს აირჩიონ სიბნელე, რუსეთი, უკუსვლა, წარსული და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევანს გააკეთებენ მომავალზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და საქართველოს ღირსეულ ევროპულ პერსპექტივაზე, - ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა.
„მთელი თავისუფალი სამყარო დგას უკრაინის მხარეს, სიმართლის მხარეს და ისტორიის სწორ მხარეს, სადაც რუსეთი მარცხდება და აუცილებლად მარცხდება თავისუფალი სამყაროს წინაშე. ჩვენ კი ვხედავთ, მათ შორის ამ ბანერებზე, რომ „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ქართველ ხალხს აირჩიონ სიბნელე, რუსეთი, უკუსვლა, წარსული და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევანს გააკეთებენ მომავალზე, ევროპაზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და საქართველოს ღირსეულ ევროპულ პერსპექტივაზე.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.