რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს, ვერ ჩაახშობს ვერც მიხეილ სააკაშვილის და ვერც ქართველი ხალხის ხმას, - ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს, ივანიშვილი ვერ ჩაახშობს მიხეილ სააკაშვილის ხმას, ვერ ჩაახშობს ვერც ქართველი ხალხის ხმას, რომელიც გადამწყვეტ ისტორიულ არჩევნებზე 26 ოქტომბერს იტყვის საკუთარ სიტყვას, რომლითაც გადაარჩენს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.