ყველამ დაინახა, რომ არავითარი განახლების რესურსი ოპოზიციას არ აქვს, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის სიებში არიან ძველი, დრომოჭმული სახეები და დანაშაულში გასვრილი ადამიანები.
„ყველამ დაინახა, რომ არავითარი განახლების რესურსი ოპოზიციას არ აქვს. ისევ ეს ძველი, დრომოჭმული სახეები, მათ შორის, დანაშაულში გასვრილი ადამიანები, სისხლში გასვრილი ადამიანები - ეს არის ოპოზიციის სიები. მათ შორისაა სააკაშვილი, გვარამია და სხვები, დრომოჭმული, სისხლიან საქმეებში გასვრილი ადამიანები,“- განაცხადა პრემიერმა.