ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ძლევიჯვარის სარწყავი არხის მოწესრიგების სამუშაოები დაასრულა.
სოფლების - შინდისისა და ფხვენისის ტერიტორიაზე, ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან წყალგამანაწილებელი არხების ჯამში 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.
ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, შინდისისა და ფხვენისის 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.