გასულ ღამეს, რუსმა სამხედროებმა ოდესის ოლქის სამხრეთით დრონებით იერიში განახორციელეს. ოკუპანტების სამიზნე ქალაქ იზმაილი გახდა, სადაც დუნაის პორტი მდებარეობს. იუწყება BBC
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ დაიღუპა სამი ადამიანი.
მისივე თქმით, დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
მოგვიანებით საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაშავებულია 14 მშვიდობიანი მოქალაქე.
კიპერის თქმით, დაზიანდა კერძო და საცხოვრებელი კორპუსები, ეზოში მდებარე ნაგებობები, ავტომობილები, რამდენიმე ადგილზე გაჩნდა ხანძარი.
რუს სამხედროებს იზმაილზე იერიშის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.