აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პარასკევს, ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
“ამერიკის ხმის” ცნობით, ტრამპი ზელენსკის ნიუ-იორკში პარასკევს დაახლოებით 9:45 (თბილისის დროით 17:45) შეხვდება.
თავად ტრამპმა დაწერა, რომ ზელენსკიმ შეხვედრა სთხოვა და მას Trump Tower-ში შეხვდება.
„უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრა მთხოვა და მე მას ხვალ დილით, დაახლოებით 09:45 საათზე ტრამპ თაუერში შევხვდები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, სჯერა, რომ შეძლებს შეთანხმების მიღწევას პუტინსა და ზელენსკის შორის.
„მოუთმენლად ველოდები ხვალ ზელენსკის ნახვას. ვნახოთ. ვიცი, რომ არ ვეთანხმები მას. ზელენსკი არ მიცნობს, მაგრამ მე მას არ ვეთანხმები. მხოლოდ ამას ვიტყვი. მჯერა, რომ შევძლებ შეთანხმების მიღწევას პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, თან საკმაოდ სწრაფად“, – აღნიშნა ტრამპმა.