აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის დამატებით 2,4 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
აღნიშნული პაკეტი უზრუნველყოფს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებით შესაძლებლობებს, უპილოტო საფრენი აპარატების სისტემებს და ჰაერი-მიწა“ კლასის საბრძოლო მასალებს, ასევე გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას და დააკმაყოფილებს მის ტექნიკურ საჭიროებებს.
დახმარების სამხედრო პაკეტი მოიცავს:
საბრძოლო მასალებს და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მხარდაჭერას;
„ჰაერ-მიწა“ კლასის საბრძოლო მასალებს;
უპილოტო საფრენ აპარატებს და უკრაინული დრონების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებს;
დრონების წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო აღჭურვილობას; უპილოტო წყლის ხომალდებს; ; სათადარიგო ნაწილებს და სხვა აღჭურვილობას.
ეს უკვე 21-ე პაკეტია, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას გადასცა.