აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომს ვერ მოიგებს.
ბაიდენმა გაიხსენა, რომ გუშინ იგი შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც წინასწარ გაუზიარა მას გამარჯვების გეგმა. როგორც ბაიდენმა, აღნიშნა ეს გეგმა, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ეს გეგმა არ შეუფასებია, თუმცა განაცხადა, რომ ამ კუთხით ორ მომენტს ხედავს.
"ახლავე, ჩვენ უნდა გავამყაროთ უკრაინის პოზიცია ამ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, დღეს მე ვამაყობ, რომ ვაცხადებ ახალი 2.4 მილიარდი დოლარის უსაფრთხოების დახმარების პაკეტს", - თქვა მან.
„მეორე, ჩვენ წინ ვიყურებით, რათა დავეხმაროთ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების მიღწევაში“, - დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე უნდა დაეხმარონ და გააგრძელონ კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიის განმტკიცებისკენ მიმართული რეფორმები.
,"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას ექნება შესაძლებლობა დაიცვას მომავალი რუსული აგრესიისგან. ამიტომ მე ვამაყობ იმ ნაბიჯებით, რომლებიც ჩვენ გადავდგით ამ მიმართულებით ჩვენს პარტნიორობაში", - თქვა ბაიდენმა.
მაინ გაიხსენა უსაფრთხოების ხელშეკრულებების გაფორმება 20-ზე მეტ ქვეყანასთან.
”ასე რომ, ორივე ამ ქმედებით ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ახლა და მომავალში. ეს ორი ელემენტი გადამწყვეტია იმისთვის, თუ როგორ დასრულდება ეს ომი. ნება მიბოძეთ, ვიყო გულწრფელი, რუსეთი ომს ვერ მოიგებს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს.
უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს გვერდით დგომას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე.