აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ქვეყნის ბირთვული დოქტრინის შეცვლასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმიანება.
„ეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლობაა {პუტინის განცხადებები ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ} ვფიქრობ, მსოფლიოში ეს ბევრმა, მათ შორის ჩინეთმაც ნათლად გამოხატა, როდესაც ბირთვული იარაღით ადრე იმუქრებოდა.
და ამის გაკეთება ახლა, როცა მთელი მსოფლიო შეიკრიბა ნიუ იორკში {გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე}, მათ შორის სასაუბროდ შემდგომი განიარაღების აუცილებლობაზე და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციაზე - ვფიქრობ, ამას ცუდი შედეგები მოჰყვება. მთელ მსოფლიოში.", - თქვა ბლინკენმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები იგეგმება. მისივე თქმით, რუსეთს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ბირთვული დარტყმა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რუსეთს ჩვეულებრივი შეიარაღებით დაესხმებიან თავს და ეს რუსეთის სუვერენიტეტს კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნის.