თეთრი სახლის ინფორმაციით, 30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის შესახებ. თეთრმა სახლმა ამ მოვლენას ისტორიული უწოდა
დეკლარაციის მთავარი პუნქტების თანახმად, უკრაინის დახმარებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამასთან, დამატებით ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას წლის ბოლომდე დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ოდენობით გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით და უკრაინის ეკონომიკურ აღდგენას დონორთა მეშვეობით.
„მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი უზრუნველვყო, უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება გამარჯვებისთვის და გადარჩენისთვის საბრძოლველად. ხვალ მე გამოვაცხადებ რიგ ქმედებებს უკრაინის სამხედროების მხარდაჭერის დასაჩქარებლად“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეხვედრის შემდეგ.
ჯო ბაიდენის თქმით, ქვეყნის აღდგენაზე იმუშავებს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები.