ჩვენ მებრძოლი ერი ვართ თუმცა დაუცველობის პრობლემა გვაქვს. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში "ამერიკან ინტერპრაიზში" სიტყვით გამოსვლისას.
"ჩვენ მებრძოლი ერი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამდენი დევნილი გვყავს სიღარიბის მაჩვენებელმა დაახლოებით 60 %-ით დაიწია. ამ მხრივ ჩვენ მართლაც წარმოუდგენელი მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა ჩვენ გვაქვს დაუცველობის პრობლემა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და განმარტა, რომ საქართველოზე ძალიან მოქმედებს მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი და ინფლაცია, მაგრამ არის რაღაც რაც ჩვენ გვამოძრავებს.
"ის რომ არსებობს ვიღაც, ვისაც სჯერა, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, ის ვინც მზად არის მხარში ამოგვიდგეს და დახმარება გაგვიწიოს. თქვენ ასობით მილიონით დაგვეხმარეთ და ეს პროცესი შესაძლოა კვლავაც გაგრძელდეს, მაგრამ ის რაც თქვენ ნახეთ და დააფასეთ საქართველოში მნიშვნელოვანია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს "ამერიკან ინტერპრაიზში" გამართულ კონფერენციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. დღეს საქართველოს პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის მემორიალურ ცერემონიას დაესწრება, რომელიც თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სხვა ქვეყნის ლიდერები.