საქართველოს პრეზიდენტმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ იოჰანესი საქართველოში დაპატიჟა. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში "ამერიკან ინტერპრაიზში" სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"ბატონი იოჰანესი არის ამერიკული ოცნების განხორციელება. ჩემთვის დიდი პატივ იყო ცოტა ხნის წინათ მას საქართველოში შევხვედროდი. ახლა როდესაც გამოცხადდა, რომ საქართველო მეორედ მიიღებს დახმარების პაკეტს ჩვენ გვსურს იგი კვლავ ვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში, რადგან ბატონი იოჰანესი ნათლად დაინახავს ჩვენს მიღწევებს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს "ამერიკან ინტერპრაიზში" გამართულ კონფერენციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. დღეს საქართველოს პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის მემორიალურ ცერემონიას დაესწრება, რომელიც თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სხვა ქვეყნის ლიდერები.