ფლორიდაში აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე შესაძლო მკვლელობის მცდელობის შემდეგ, მასსა და ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ The Hill იუწყება.
როგორც გამოცემამ აღნიშნა, ტრამპმა ამ საუბარს "ძალიან სასიამოვნო" უწოდა.
"ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი. საუბარი შეეხო საიდუმლო სამსახურის მიერ დაცვის საკითხს", - თქვა მან.
ჟურნალისტების თქმით, თეთრმა სახლმა ბაიდენისა და ტრამპის საუბარს "გულწრფელი" უწოდა.
"თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბაიდენმა გამოხატა შვება, რომ ტრამპი უსაფრთხოდ იყო", - აღნიშნავს გამოცემა.
უნდა აღინიშნოს, რომ წინა დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის რიტორიკა იყო წინა დღით მასზე შესაძლო მკვლელობის მცდელობის მიზეზი.
შეგახსენებთ, 15 სექტემბერს ფლორიდაში ტრამპის გოლფკლუბის მიმდებარედ ცეცხლსასროლი იარაღის გასროლა მოხდა, რაც FBI-ის აზრით, ტრამპის მკვლელობის კიდევ ერთი მცდელობა იყო.