დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისთან მორიგ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოციალურ ქსელ Truthsocial-ში დაწერა.
"როდესაც მოჭიდავე აგებს ბრძოლას, პირველი სიტყვები, რასაც ის ამბობს, არის "მე მინდა განმეორებითი მატჩი".
გამოკითხვები ნათლად აჩვენებს, რომ მე მოვიგე დებატები კამალა ჰარისის წინააღმდეგ და მან მაშინვე მოითხოვა მეორე დებატები. ჰარისმა და თაღლითმა ჯომ გაანადგურეს ჩვენი ქვეყანა, მილიონობით კრიმინალი შემოდის შეერთებულ შტატებში, ინფლაციამ გააკოტრა ჩვენი საშუალო კლასი. ეს ყველამ იცის და კამალასა და ჯოს მიერ გამოწვეული ყველა სხვა პრობლემა – ეს დეტალურად განვიხილე ჯოსთან პირველი დებატების დროს და ჰარისთან მეორე დებატების დროს. კამალამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა ბოლო, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. მესამე დებატები არ იქნება!“,- წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი რესპუბლიკელ ოპონენტს დონალდ ტრამპს ხუთი პროცენტული პუნქტით უსწრებს [ჰარისი - 47%; ტრამპი - 42%]