საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე თავდასხმა დაგმო, რომლის დროსაც „წითელი ჯვრის“ სამი თანამშრომელი დაიღუპა.
„მკაცრად ვგმობ დონეცკის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდავი სატვირთო მანქანის დაბომბვას, რის შედეგადაც დაიღუპა „წითელი ჯვრის“ სამი თანამშრომელი და რამდენიმე კი დაშავდა. ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყვნენ სამიზნე. რუსეთი პასუხს აგებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა დარღვევისთვის”,- წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დონეცკის ოლქის ვეროლუბოვკის საარტილერიო დაბომბვის შედეგად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სამი თანამშრომელი დაიღუპა, კიდევ ორი დაშავდა.