უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ზოგიერთი უკრაინული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში გამოაცხადა შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ, მცდარია.
როგორც სააგენტო unn უკრაინის საჰარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ოთხშაბათს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინელმა ჟურნალისტებმა არასწორად შეაფასეს ბლინკენის გამოსვლის სინქრონული თარგმანი.
ბლინკენი საუბრობდა ვაშინგტონში ჯო ბაიდენის შეხვედრაზე ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრ კირ სტარმერთან და არა ზელენსკისთან შეხვედრაზე.
ბაიდენისა და ზელენსკის გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლა დაგეგმილია მხოლოდ სექტემბრის ბოლო კვირაში.