მე ვერ ვხედავ ივანიშვილის გამარჯვებას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
„მე ვერ ვხედავ რესურს სახელმწიფოს დამარცხებისა, მე ვერ ვხედავ რესურსს ისტორიის დამარცხებისა, ვერ ვხედავ რესურსს საქართველოს მოქალაქეების დამარცხებისა. შესაბამისად, ვერ ვხედავ რესურს ივანიშვილის რეჟიმის, კორუმპირებული ხელისუფლების, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცდილობს, რომ გამდიდრდეს, გამდიდრდეს, გამდიდრდეს საქართველოს გაღარიბებული მოქალაქეების ხარჯზე და ამავდროულად, შეუცვალოს ქვეყანას საგარეო პოლიტიკური კურსი და აკეთოს ის, რაც მას მიაჩნია მნიშვნელოვნად და არ აკეთოს ის, რაც საქართველოს მოქალაქეებს მიაჩნიათ მნიშვნელოვნად. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ ივანიშვილის გამარჯვებას“, - თქვა ნიკა მელიამ.