უკრაინის უმაღლესმა რადამ საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას გადადგომის განაცხადის განხილვა გადადო.
დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნაკის ინფორმაციით, პარლამენტის სხდომაზე საკადრო ცვლილებების განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას გათავისუფლების საკითხი „სასწრაფოდ გადადეს“. საკითხის განხილვის გადადების მიზეზი უცნობია.
მანამდე, უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის ოლგა სტეფანიშინას, იუსტიციის მინისტრის, დენის მალიუსკის, გარემოს დაცვისა დ აბუნებრივი რესურსების მინისტრ რუსლან სტრელეცისა და მრეწველობის მინისტრ ალექსანდ კამიშინის გადადგომას.
ამასთან, დეპუტატებმა არ დაამტკიცეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხთა მინისტრის ირინა ვერეშუკის და სახელმწიფო ქონების ფონდის თავმჯდომარის ვიტალი კოვალის გადადგომა – მათი განაცხადების დამტკიცებას რამდენიმე ხმა დააკლდა.
4 სექტემბერს დილით კულებამ თანამდებობა დატოვა. მმართველმა პარტიამ „ხალხის მსახურმა“ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომის მიზეზს ვერ ხედავს.
3 სექტემბერს უმაღლეს რადაში ფრაქცია ‘ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ „მთავრობის დიდი გადატვირთვის“ შესახებ განაცხადა., რომლის ფარგლებშიც შეიცვლება მინისტრთა კაბინეტის თანამშრომელთა 50%-ზე მეტი.