უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათივე ინფორმაციით, მის შემცვლელზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ყველაზე სავარაუდო შემცვლელი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი სიბიგაა.
წყაროების თქმით, მთავრობაში სხვა ცვლილებებიც მზადდება.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი თანამდებობაზე რჩება.
ამასთან, 3 სექტემბერს სამი სამინისტროს ხელმძღვანელმა და ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ გადადგომის შესახებ განცხადება უმაღლეს რადაში წარადგინა.