ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალურ ბლოკში მესამე ადილისთვის დაპირისპირებაში ფრანგი ბრიანა ვიდი 15:11 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნინო თიბილაშვილი ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია.
პარიზის პარალიმპიადაზე ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალი იყო. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედალს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე დაეუფლა.