ქართველმა ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა პარალიმპიურ თამაშებზე პირველი შეხვედრა მოიგო.
ხმლით ასპარეზობაში პარიზის პარალიმპიური თამაშების პირველი შეხვედრა მოიგო ქართველმა ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა (A კატეგორია). მან სამხრეთკორეელი ეტლით მოფარიკავე ჰიო კიონგ კვონი ანგარიშით 15:5 დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ნინა თიბილაშვილი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, გუნდურ თანრიგში მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მრავალგზის გამარჯვებულია.
აღსანიშნავია, რომ პარალიმპიური თამაშების მეოთხედფინალში იასპარეზებს ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.