ისრაელის შრომის სასამართლომ ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო გაფიცვის შეჩერება ბრძანა. პროტესტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გადაწყვეტილების შესასრულებლად ერთსაათიანი ვადა მიეცათ.
პროფკავშირმა, რომელიც სათავეში ედგა გაფიცვას, განაცხადა, რომ პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ დროისთვის, საყოველთაო გაფიცვა დასრულებულია, თუმცა პროტესტი კვლავ გრძელდება.
საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით გამოვიდა ქვეყნის უდიდესი მუშათა პროფკავშირი, რომელიც „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მისაღწევად, ისრაელის მთავრობაზე ზეწოლას ახორციელებს.
საყოველთაო გაფიცვისკენ მოწოდებას წინ უძღვოდა გავრცელებული ინფორმაცია „ჰამასის“ მიერ 6 ისრაელელი მძევლის მოკვლის თაობაზე.
დილით გაფიცვის ფარგლებში, საპროტესტო აქციების მონაწილეება გადაკეტეს ერთ-ერთი მთავარი გამზირი თელ-ავივში.
თელ ავივში და ისრაელის კიდევ რამდენიმე ქალაქში ამჟამად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.