რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინის ქალაქ სუმს. ინფორმაცია 1 სექტემბერს გაავრცელეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია და ოლქის პროკურატურა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოჰყვა საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი და ბავშვთა სახლია განთავსებული. შენობა ქალაქის საცხოვრებელ უბანში მდებარეობს.
მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.
პროკურატურის ცნობით, თავდასხმასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე "ომის კანონების" დარღვევის გამო.
იმავე დღეს, რუსეთი თავს დაესხა ქალაქ ხარკოვს. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა.