ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია "ახალი აზერბაიჯანი" იმარჯვებს.
Oracle Advisory Group-ის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ეგზიტპოლების საფუძველზე, ვარაუდობენ, რომ მმართველი პარტია 125 მანდატიდან 63-ის მოპოვებას შეძლებს. ბოლო მოწვევის პარლამენტში მმართველ პარტიას 69 მანდატი ჰქონდა.
აზერბაიჯანში საარჩევნო უბნები 19:00 საათზე დაიხურა.
ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, არჩევნებში მონაწილეობდა ოპოზიციური პარტია "მუსავატი". ეგზიტპოლების მიხედვით, უცნობია, მოიპოვებს თუ არა პარტია მანდატებს მილი მეჯლისში.
არჩევნების ოფიციალური შედგები სავარაუდოდ 2 სექტემბერს გამოცხადდება.
შეგახსენებთ, 28 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პარლამენტი დაითხოვა და საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნები დანიშნა.