ქართველ პარამძლეოსანს გიგა ოჩხიკიძეს, რომელმაც ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა, შედეგი გაუუქმეს.
როგორც ცნობილია, მეორე ადგილზე გასულმა მაროკოს დელეგაციამ და ასევე პოლონეთმა გააპროტესტეს ოჩხიკიძის შედეგები, რასაც მსაჯები დაეთანხმნენ და ქართველ პარამძლეოსანს ოქროს მედალი ჩამოართვეს.
პარიზში იმყოფება საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, რომლის განცხადებითაც ქართულმა მხარემ გაასაჩივრა შედეგების გაუქმება და მიმდინარეობს განხილვა.
"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გიგა ოჩხიკიძის შედეგები გაასაჩივრეს მოროკოს და ირანის დელეგაციებმა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებული და ყველა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა გიგა ოჩხიკიძის შედეგიც და რეკორდიც, ბირთვის კვრის ორგანიზატორება გადაწყვეტილება შეცვალეს. ჩვენ დაუყონებლივ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება და ახლაც განხილვის პროცესში ვართ. გვქონდა რამდენიმე საათიანი შეხვედრა ორგანიზატორებთან და მსაჯებთანაც, წარვადგინეთ ვიდეო მტკიცებულებებიც, რომ გიგა სწორად ისვრის ბირთვს.
5 სექტემბერს, ჩანიშნულია ჩემი პირადი შეხვედრა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ენდრიუ პერსონსთან.
დაუშვებელია, რომ პარალიმპიურ თამაშებზე პარა ათლეტები უსამართლოდ იჩაგრებოდნენ და ყველას მიერ აღიარებულ შედეგს იპარავდნენ!
ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საამაყო პარაათლეტის გიგა ოჩხიკიძის უფლებებს და ინფორმაციის განახლებისთანავე გაცნობებთ შედეგებს", - წერს იონათამიშვილი სოციალუ ქსელში.