რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, აღმოჩენილია კამჩატკაზე ჩამოვარდნილი ვერტმფრენის Ми-8-ს ნამსხვრევები.
უწყების ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია.
ბორტზე იმყოფებოდა 22 ადამიანი - ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი.
ვერტმფრენის გაუჩინარების შესახებ 31 აგვისტოს გახდა ცნობილი. მედიის ცნობით, ვერტმფრენი მიჰყვებოდა მარშრუტს ვულკან ვაჩკაჟეცის რაიონის მოედნიდან ნიკოლაევკის მოედნის მიმართულებით. თუმცა, ვერტმფრენი დანიშნულების დროს არ მისულა ადგილზე და კონტაქტიც შეწყდა
ვერტმფრენი ავიაკომპანია „ვიტიაზ-აეროს“ ეკუთვის.
გამოძიება დაიწყო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით.