შაბათს, 31 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა უკრაინაზე, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს 24 დრონი „შაჰედ-131-136“, გარდა ამისა 25 რუსული დრონი თავად ჩამოვარდა. ორი დრონი გაბრუნდა რუსეთის მიმართულებით, ერთი კი ბელარუსის მიმართულებით.
გარდა ამისა, საჰაერო ძალების მოხსენებაში ნათქვამია, რომ ღამით რუსეთმა კურსკის ოლქიდან 52 დრონი გაუშვა, ვორონეჟის ოლქიდან ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა და ოკუპირებული დონეცკიდან 4 საზენიტო რაკეტა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა კიევის, პოლტავის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ნიკოლაევისა და სუმის რეგიონში.
უკრაინის დედაქალაქი კიევი ამ კვირაში მეოთხედ გახდა რუსეთის საჰაერო თავდასხმის ობიექტი. ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი განადგურდა.