რუსეთში, კამჩატკაზე გაუჩინარდა ვერტმფრენი Ми-8, რომელზეც 22 ადამიანი იმყოფებოდა. იტყობინება რუსული მედია.
მედიის ცნობით, ვერტმფრენი მიჰყვებოდა მარშრუტს ვულკან ვაჩკაჟეცის რაიონის მოედნიდან ნიკოლაევკის მოედნის მიმართულებით. თუმცა, ვერტმფრენი დანიშნულების დროს არ მისულა ადგილზე და კონტაქტიც ვერ მყარდება.
წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებოდა 22 ადამიანი - ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი.
ვერტმფრენი ავიაკომპანია „ვიტიაზ-აეროს“ ეკუთვის.
გამოძიება დაიწყო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით.