სომხეთის ატომური ელექტროსადგური მეხის დაცემის გამო დროებით გათიშეს. იტყობინება სომხეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
"30 აგვისტოს 21:55 საათზე სომხეთის ატომური ელექტროსადგური ელექტროსადგურიდან გაითიშა ავარიული გამორთვის რეჟიმში. აღნიშნულის მიზეზი მეხის დაცემა გახდა, რის შედეგადაც უსაფრთხოების სისტემებმა სადგური უსაფრთხო გაჩერების რეჟიმში გადაიყვანეს", - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.
ატომური ელექტროსადგურის დროებით გათიშვის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ ერევნის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს, ეჩმიაძინისა და არმავირის რაიონებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროისთვის აღდგენილია. ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები ამჟამად სადგურის გადატვირთვის სამუშაოებით არიან დაკავებულნი.
სომხეთის ატომური ელექტროსადგური ქვეყანაში ელექტროენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. სადგურზე მუშაობს მხოლოდ ერთი ბლოკი.