უკრაინა 2025 წლის 1 იანვრიდან შეაჩერებს რუსული გაზის ტრანზიტს ევროპაში. ამის შესახებ 30 აგვისტოს, უკრაინულ პორტალ Novini.LIVE-თან ინტერვიუში განაცხადა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.
"გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან მუშაობას შეწყვეტს ნავთობსადენი "დრუჟბა", რომლითაც ნავთობი რუსეთიდან უკრაინის გავლით სლოვაკეთს, ჩეხეთსა და უნგრეთს მიეწოდება", - განაცხადა პოდოლიაკმა და დასძინა, რომ ამ ქვეყნებმა, ევროკავშირის რეზოლუციის თანახმად, უნდა მოძებნონ ნავთობის მარაგების დივერსიფიკაციის შესაძლებლობები.
ამასთან, კიევი მზად არის მოახდინოს გაზის ტრანზიტი ყაზახეთიდან ან აზერბაიჯანიდან იმ შემთხვევაში, თუ იქნება შესაბამისი მოთხოვნა ევროპის რომელიმე ქვეყნიდან.
პოდოლიკის თქმით, პუტინს აღარანაირი გავლენა აღარ ექნება გაზისა და ნავთობის გამო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ კიევი არ განაახლებს გაზის ტრანზიტის ხელშეკრულებას უკრაინულ "ნაფტოგაზსა" და რუსულ "გაზპრომს" შორის, რომელსაც ვადა ეწურება წლის ბოლოს.
"არავინ გააგრძელებს რუსეთთან შეთანხმებას, ეს არის დასასრული", - თქვა მან.