რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მონღოლეთს ეწვევა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
კრემლის ცნობით, პუტინის ვიზიტი მონღოლეთში მომავალ კვირას შედგება.
მათივე მტკიცებით, პუტინი მონღოლეთში ქვეყნის პრეზიდენტის უხნააგინ ხურელსუხის მიწვევით ჩავა.
ორი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობას მიიღებს ხალხინ-გოლის ბრძოლების 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. ამ ბრძოლებში საბჭოთა და მონღოლურმა ძალებმა ერთობლივად დაამარცხეს იაპონური ჯარები.
ეს არის პუტინის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელსაც რატიფიცირებული აქვს რომის სტატუტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მონღოლეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია და ვალდებულია აღასრულოს ამ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა.
მონღოლეთს არ დაუჭერია მხარი რუსეთის უკრაინაში შეჭრისთვის, თუმცა არც დაუგმია.