უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა, მფრინავი დაიღუპა.
"რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას საზენიტო-სარაკეტო ძალების დანაყოფებთან ერთად გამოყემენული იყო. F-16-ის ტიპის გამანადგურებლები. საჰაერო ბრძოლის დროს F-16-ის თვითმფრინავებმა თავისი მაღალი ეფექტურობა აჩვენეს, ჩამოვაგდეთ მტრის ოთხი მფრინავი რაკეტა. შემდეგ სამიზნესთან მიახლოებისას ერთ-ერთ თვითმფრინავთან კონტაქტი გაწყდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავი კატასტროფაში მოყვა, მფრინავი დაიღუპა", - წერია განცხადებაში.
გენეშტაბში აცხადებენ, რომ კატასტროფის მიზეზების დასადგენად თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია დაინიშნა, რომელიც ავიაკატასტროფის ზონაში მუშაობს.