პოლონეთი თავდაცვის ხარჯებს რეკორდულ დონეზე გაზრდის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 2025 წლის ბიუჯეტის ძირითადი პუნტქების წარდგენისას განაცხადა.
ტუსკის თქმით, პოლონეთი დაახლოებით 186 მილიარდ ზლოტს (48,5 მილიარდი ევროს) დახარჯავს ეროვნული თავდაცვის გასაძლიერებლად.
მისივე თქმით, ეს თანხა მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წელს თავდაცვის ხარჯებს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტზე მეტს შეადგენს.
ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს, "მაგრამ უკან დასახევი გზა არ არის", - თქვა მან ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტანისლავ ვზიატეკმა პოლონურ მედიას განუცხადა, რომ 2025 წელს თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 4,7%-მდე გაიზრდება.
ნატო-ს ვებგვერდის განთავსებული მონაცემებით, 2024 წელს პოლონეთის თავდაცვის ხარჯებმა უკვე მიაღწია მშპ-ის 4,12%-ს, ამ მაჩვენებლით პოლონეთმა ალიანსის წევრებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
სააგენტო AP-ის ცნობით, მეორე ადგილზეა ესტონეთი (3,43%), მესამეზე - აშშ (3,38%). პოლონეთი ასევე პირველ ადგილზეა ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავდაცვის ხარჯებით.