საფრანგეთის პოლიციამ რუსი ბიზნესმენი და Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა და სასამართლოს გადასცა.
პროკურატურის განცხადებით, სასამართლოში დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე სავარაუდოდ მისი საბრალდებო ოქმი შედგება.
პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგად გადაწყდება დუროვის გათავისუფლების ან წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკითხი.
შეგახსენებთ, 26 აგვისტოს საფრანგეთის პოლიციამ Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი პარიზის აეროპორტში დააკავა და 48-საათიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, 27 აგვისტოს პარიზის პროკურატურამ დაკავებულ რუს ბიზნესმენს ოფიციალურად ბრალი წაუყენა. მესენჯერ Telegram-ის მფლობელისა და შემქმნელის გასამართლებას, პროკურატურა შემდეგი 12 მუხლით ითხოვს:
არაკანონიერი ტრანზაქციების გატარების მიზნით ონლაინ პლატფორმის შექმნა და ადმინისტრირება;
სამართალდამცავებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა;
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის შენახვაში თანამონაწილეობა;
ორგანიზებული ჯგუფის მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელებაში თანამონაწილეობა;
ნარკოტიკების გავრცელებაში თანამონაწილეობა;
ჰაკერული პროგრამების გავრცელებაში თანამონაწილეობა;
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში თანამონაწილეობა;
დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებული ჯგუფის შექმნაში თანამონაწილეობა;
ფული გათეთრებაში თანამონაწილეობა;
კრიპტოგრაფიული მომსახურების გაწევა დეკლარირების გარეშე;
უკანონო კრიპტოგრაფიული ინფორმაციის მიწოდება;
უკანონო კრიპტოგრაფიული საშუალებების იმპორტი;