აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს {CIA} დირექტორის მოადგილემ დევიდ კოენმა რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციაზე რამდენიმე შეფასება გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინის არმია აპირებს დაიკავოს რუსეთის ტერიტორია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
უკრაინის ჯარის ნაწილები კურსკის ოლქში თავდაცვით ნაგებობებს აშენებენ.
როგორც დევიდ კოენმა აღნიშნა, კიევი არ გეგმავს ამ ტერიტორიის ანექსიას, მაგრამ რუსეთისთვის მისი დაბრუნება ადვილი არ იქნება {უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც იგივე განაცხადა}.
„თუმცა, ამ ოპერაციის მნიშვნელობა მხოლოდ მომავალში გახდება ნათელი, - განაცხადა კოენმა.
ამავე დროს, მან დასძინა, რომ ვლადიმირ პუტინს მოუწევს „გაუმკლავდეს ამ მოვლენების რეზონანსს საკუთარ საზოგადოებაში“.
პოკროვსკიზე რუსეთის მიმდინარე შეტევაზე საუბრისას კოენმა განაცხადა, რომ ეს სტრატეგიული თვალსაზრისით თამაშს ვერ შეცვლის.